წყალბურთის კლუბი “დინამო თბილისი” ჩემპიონთა ლიგის 7 მატჩს კვლავ ბუდაპეშტში გამართავს

როგორც მოგეხსენებათ წყალბურთის კლუბი “დინამო თბილისი” ევროპის 12 უძლიერეს კლუბს შორისაა და ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს. დეკემბერში ჩატარებული 3 მატჩის შემდეგ თბილისელები 1 გამარჯვებითა და 2 მარცხით ექვსგუნდიან ჯგუფში მეოთხე ადგილს იკავებენ.  გასული წლის ბოლოს “დინამო” ესპანურ “ბარსელონეტასთან”  17:5, ხოლო იტალიურ “ბრეშასთან” 9:15 დამარცხდა, რასაც მონტენეგროულ “იადრანთან” ისტორიული გამარჯვება მოჰყვა 11:8, გოლები ბითაძემ (3), ელაჩამ (3), ვაპენსკიმ, ახვლედიანმა, ადეიშვილმა, ვასიჩმა და სარიჩმა გაიტანეს.

დარჩენილ 7 ტურს მარტსა და აპრილში კვლავ ბუდაპეშტი უმასპინძლებს, “დინამოელთა” განრიგი კი ასე გამოიყურება

2 მარტი

ვასპო 98 ჰანოვერი – დინამო თბილისი

3 მარტი

დინამო თბილისი – ფერენცვაროში.

4 მარტი

ბრეშა – დინამო თბილისი

5 მარტი

დინამო თბილისი – ბარსელონეტა

20 აპრილი

იადრანი – დინამო თბილისი

21 აპრილი

დინამო თბილისი – ვასპო98 ჰანოვერი

22 აპრილი

ფერენცვაროში – დინამო თბილისი

 

ამ მატჩებში “დინამოს” ახალი მწვრთნელი, გამოცდილი სერბი სპეციალისტი, დეიან სტანოიევიჩი უხელმძღვანელებს, ჯგუფიდან კი შემდეგ ეტაპზე ასპარეზობას 4 საუკეთესო გუნდი განაგრძობს.

წყალბურთის კლუბი “დინამო თბილისი” ჩემპიონთა ლიგის 7 მატჩს კვლავ ბუდაპეშტში გამართავს

სტატიის ავტორი
-