უსინათლო ძიუდოისტების წარმატება ევროპის ჩემპიონატზე

იტალიაში გამართულ 2019 წლის ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ძიუდოს უსინათლოთა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა.

100+ წონით კატეგორიაში რევაზ ჩიკოიძემ აზერბაიჯანელი მეტოქე, ილჰამ ზაკიევი დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ზვიად გოგოჭურმა, ტრავმა მიიღო, თუმცა ამის მიუხედავად ის ვერცხლის მედალოსანი გახდა. ის ფინალში რუს აბდულა კურამაგოვედოვთან დამარცხდა.

რაც შეეხება ზურაბ ზურაბიანს, მან ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

საქართველოს უსინათლო ძიუდოისტთა ნაკრები სამშობლოში დღეს, 29 ივლისს დაბრუნდება.

უსინათლო ძიუდოისტების წარმატება ევროპის ჩემპიონატზე

სტატიის ავტორი
-