მეორე გამარჯვება – წყალბურთელთა ნაკრებმა ბრაზილიაც დაამარცხა

ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ბრაზილია 12:8 დაამარცხა.

ქართველი წყალბურთელები მთელი შეხვედრის განმავლობაში უპირატესობას ფლობდნენ და გამარჯვების მოპოვება დეიან სტანოევიჩის გუნდს არ გასჭირვებია.

საქართველოს ნაკრებმა პირველი და მეორე მეოთხედები 3:1 მოიგო, ხოლო მესამე მეოთხედში ერთქულიანი სხვაობით გაიმარჯვა – 2:1.

თამაშის მიწურულს ბრაზილიელებმა გაიბრძოლეს და ბოლო მეოთხედის მოგება მოახერხეს კიდეც – 4:5.

აღნიშნული გამარჯვებით სტანოევიჩის გაწვრთნილუ ნაკრები ჯგუფიდან გავიდა და პლეი-ოფის საგზური მოიპოვა. ქართველი წყალბურთელები შემდეგ თამაშს ხვალ, მონტენეგროსთან გამართავენ.

 

მეორე გამარჯვება – წყალბურთელთა ნაკრებმა ბრაზილიაც დაამარცხა

სტატიის ავტორი
-