ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალში ლანჩხუთი შვედურ კლუბთან განადგურდა (სტატისტიკა)

ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ დღეს ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალის პირველ მატჩში შვედურ კლუბს, „როსენგარდს“ დაუპირისპირდა და 0:7 დამარცხდა.

გურულმა გოგონებმა პირველი ტაიმი 0:6 დათმეს, მეორე ტაიმში კი მხოლოდ ერთი გოლი გაუშვეს და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 0:7 დაფიქსირდა.

ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალში ლანჩხუთი შვედურ კლუბთან განადგურდა (სტატისტიკა) 1

“ლანჩხუთელებმა” შვედური კლუბის წინააღმდეგ შეტევა ვერ გააკეთეს და შესაბამისად არც კარში და არც კარისკენ არ დაურტყამთ. მეტოქემ კი კარში 28-ჯერ დაარტყა, საიდანაც 7 ზუსტი აღმოჩნდა.

ქართველები “როსენგარდს” 16 დეკემბერს ესტუმრებიან და განმეორებით მატჩს გამართავენ.

ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალში ლანჩხუთი შვედურ კლუბთან განადგურდა (სტატისტიკა)

სტატიის ავტორი
-