3 ლიდერი – ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა.

დღეიდან, 3 ქართველი ძიუდოისტი წონის პირველ ადგილზე იქნება. -73 კილოგრამ წონით კატეგორიის სათავეში დაბრუნდა ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი, ლაშა შავდათუაშვილი.

ტოკიო 2020-ის კიდევ ერთი მონაწილე, ტატო გრიგალაშვილი (-81კგ) პირველ ადგილზე გადავიდა, ხოლო ვაჟა მარგველაშვილი (-66კგ) მესამეა. რაც შეეხება ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ბექაურს, ისიც -90კგ წონით კატეგორიის ლიდერი გახდა.

აღსანიშნავია, რომ +100კგ-ში 2 პოზიციით დაწინაურდა და მე-6 ადგილზე გადაინაცვლა გელა ზაალიშვილმა, ხოლო გურამ თუშიშვილი დაქვეითდა და ახლა მერვეა.

ყველაზე დიდი რეგრესი ლუხუმ ჩხვიმიანს (-60კგ) აქვს. მსოფლიო ჩემპიონმა მე-14 პოზიციიდან 21-ზე გადაინაცვლა.

3 ლიდერი – ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა

სტატიის ავტორი
-