3 ოქროს მედალი და რეკორდები – მარიამ მურღვლიანის ტრიუმფი ევროპის ჩემპიონატზე

ძალოსნობაში ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა მარიამ მურღვლიანმა 3 ოქროს მედალი მოიპოვა.

15 წლის სპორტსმენმა ატაცში 85, ხოლო აკვრაში – 105 კილოგრამი დააფიქსირა. მარიამმა ორივე შემთხვევაში რეკორდი დაამყარა და ორჭიდის ჯამშიც საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ მურღვლიანმა ვერცხლის მედლის მფლობელს 6, ხოლო მესამე ადგილზე გასულს – 21 კილოგრამით აჯობა.

 

3 ოქროს მედალი და რეკორდები – მარიამ მურღვლიანის ტრიუმფი ევროპის ჩემპიონატზე

სტატიის ავტორი
-