ასე გამოიყურებოდა 2012 წლის მარტის ბაშო

გთავაზობთ 2012 წლის მარტის ბაშოს ბანძუკეს ანუ რეიტინგს, რომელშიც 5 ოძეკია წარმოდგენილი.

აღნიშნულ ბანძუკეში ამჟამინდელი იოკოძუნა კაკურიუ – სეკივაკეა, გაგამარუ – კომოსუბი, ტოჩინოშინი კი მე-3 მაეგაშირა. რაც შეეხება იოკოძუნას რანგს, დიდი ჩემპიონის წოდებას, იმ დროისათვის მხოლოდ ლეგენდარული ჰაკუჰო ფლობდა.

ასე გამოიყურებოდა 2012 წლის მარტის ბაშო 1

აღნიშნულ ბაშომდე თეიმურაზ ჯუღელი ანუ გაგამარუ ვიცე-ჩემპიონი გახდა, სწორედ ამის გამო დააწინაურეს სუმოს მამებმა ქართველი სეკიტორი კომოსუბის წოდებამდე.

ასევე აღსანიშნავია, რომ მომდევნო ბაშოზე ოძეკთა რაოდენობა 5-დან 6-მდე გაიზარდა, ვინაიდან აღნიშნული ბაშო იოკოძუნა კაკურიუსთვის ძალიან წარმატებული გამოდგა (13-2).

რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, აღნიშნული ბანძუკედან 8 წლის შემდეგ ანუ 2020 წლის მარტის ბაშოს – ბანძუკეს მიხედვით გვეყოლება 2 იოკოძუნა – ჰაკუჰო და კაკურიუ და მხოლოდ 1 ოძეკი – ტაკაკეიშო, ამის გამო სუმოს მამები 38 წლის შემდეგ პირველად გეგმავენ, რომ დასავლეთის წარმომადგენელ იოკოძუნას, იოკოძუნა-ოძეკის რანგი შეუთავსონ, ასეთი კი დიდი ალბათობით იოკოძუნა ჰაკუჰო იქნება, რომელმაც იანვრის ბაშოზე თანამემემულე იოკოძუნა კაკურიუსთან შედარებით ერთით მეტი მარცხი იწვნია. შეგახსენებთ, რომ 2020-ის ჰაცუ ბაშოს ორივე იოკოძუნა საწყისი დღეებიდანვე მოეხსნა.

ტოჩინოშინს და გაგამარუს რაც შეეხება – ლევანი დიდი ალბათობით მე-11, მე-12 მაეგაშირა იქნება, გამომდინარე იქედან, რომ მე-6 მაეგაშირას რანგით 5 მოგება და 10 მარცხი დააგროვა. თეიმურაზ ჯუღელს კი იაპონელი სუმოს ექსპერტების ვარაუდის მიხედვით კარიერის დასრულებას უწინასწარმეტყველებენ, ვინაიდან გაგა მარტის ბაშოსათვის დაახლოებით მაკუშიტას 50-ე ნომერი იქნება და როგორც ეს უკანასკნელნი ვარაუდობენ გაგამარუს მსგავსი რიკიში ამ ასაკში აღნიშნული პოზიციიდან აღმასვლას აღარ შეეცდება.

 

ასე გამოიყურებოდა 2012 წლის მარტის ბაშო

სტატიის ავტორი
-