ბასილაშვილი მადრიდის მასტერსს გამოეთიშა

ნიკოლოზ ბასილაშვილი მადრიდის მასტერსს პირველივე წრეში გამოეთიშა. ქართველმა ჩოგბურთელმა ფრანგ ბენუა პერთან (35) წააგო.

გასულ კვირას, მიუნხენში მოპოვებული ტიტულის შემდეგ, ნიკოლოზმა ესპანეთში წარმატებულად ვეღარ იასპარეზა. 31 წლის პერთან ქართველი 2 სეტში – 4:6; 5:7 დამარცხდა. დაპირისპირება 1 საათსა და 14 წუთს გაგრძელდა, რა დროშიც ბასილაშვილმა საკუთარი ჩაწოდება 5-ჯერ დათმო. საპასუხოდ, ქართველმა ჩოგბურთელმა ბრეიკის შესრულება 3-ჯერ მოახერხა.

უნდა აღინიშნოს, რომ გამოცდილმა ფრანგმა დღევანდელ თამაშში კარგად ჩააწოდა. მას 14 ეისი ჰქონდა, თუმცა 9 ორმაგი შეცდომაც დაუშვა.

ბენუა პერს ბასილაშვილთან თამაშამდე ზედიზედ 7 წაგება ჰქონდა. ზოგადად, 2021 წელს მის ანგარიშზე 10 მარცხი და მხოლოდ 1 მოგება იყო. შემდეგ წრეში პერი სტეფანოს ციციპასს შეხვდება.

ბასილაშვილი მადრიდის მასტერსს გამოეთიშა

სტატიის ავტორი
-