ბასილაშვილის მეტოქე მაიამის ტურნირის მე-3 რაუნდში ცნობილია

რამდენიმე წუთის წინ, მაიამის მასტერსის მე-3 რაუნდში ნიკოლოზ ბასილაშვილის (19) მეტოქე გაირკვა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ქართველმა ჩოგბურთელმა გერმანელი მიხაილ ზვერევი ორ სეტში – 6:3; 6:2 დაამარცხა.

ბასილაშვილი მე-3 რაუნდში ჰოლანდიელ რობი ჰაასეს (65) დაუპირისპირდება. 31 წლის ჩოგბურთელმა ახლახანს სამხრეთ აფრიკელ ჰარის ლოიდ ჯორჯს (96) მოუგო – 3:6; 6:3; 6:4.

მაიამის მასტერსის 1/16-ფინალური თამაშები 24 მარტს ჩატარდება. ნიკოლოზის შეხვედრის ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია.

ბასილაშვილის მეტოქე მაიამის ტურნირის მე-3 რაუნდში ცნობილია

სტატიის ავტორი
-