ბუდაპეშტის გრან სლემი – შავდათუაშვილი და გიგანი პირველივე ბრძოლაში დამარცხდნენ

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ძიუდო ბუდაპეშტის გრან სლემით დაბრუნდა, სადაც საქართველოს სახელით 6 სპორტსმენი იასპარეზებს.

დღეს, 24 ოქტომბერს, ბუდაპეშტში მამაკაცებიდან -73 და -81 კგ, ხოლო ქალებიდან -57 და -63 კგ წონითი კატეგორიები იასპარზებენ. საქართველოს სახელით, -73 კგ წონით კატეგორიაში ფრიდონ გიგანი და ლაშა შავდათუაშვილი ასპარეზობენ.

ორივე ქართველი განთესილი იყო, ფრიდონ გიგანის მეტოქე მეორე ეტაპზე საკმაოდ გამოცდილი და ძლიერი შვედი – ტომი მაციასი გახლდათ, რომელთანაც ფრიდონ გიგანი ვერაფერს გახდა და ბუდაპეშტი გრან სლემზე ასპარეზობა მალევე დაასრულა. ასევე წარუმატებლად იასპარეზა ლაშა შავდათუაშივლმა, რომელიც პირველივ ეტაპზე კოსოვოელ – აკილ გიაკოვასთან დამარცხდა.

ხვალ, საქართველოს სახელით: ავთანდილ ჭრიკიშვილი (-90 კგ); ლევან მათიაშვილი და გელა ზაალიშვილი გამოვლენ (+100) კგ

ბუდაპეშტის გრან სლემი – შავდათუაშვილი და გიგანი პირველივე ბრძოლაში დამარცხდნენ

სტატიის ავტორი
-