ჩაკვეტაძე: “ყველაზე კარგი ისაა, რომ ტკივილს არ ვგრძნობ”

8-თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს დაუბრუნდა. ქართველ ტალანტს 7 დეკემბერს, ბელგიის ჩემპიონატის მე-18 ტურში, “ვარეგემთან” მატჩის ბოლო 15 წუთში მიეცა თამაშის შესაძლებლობა.

“აგონია დასრულდა, ჩაკვეტაძე დიდი ხმაურით დაბრუნდა,” – ასე გამოეხმაურა ბელგიური გამოცემა HLN ქართველის მოედანზე გამოჩენას.

“ეს საღამო ჩემთვის ძალიან წარმატებული იყო, მიუხედავად იმისა, მქონდა თუ არა შედეგიანი თამაში.

ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მუხლზე არაფერს ვგრძნობ – მინდორზე ფეხი ტკივილის გარეშე დავდგი. ახლა სათამაშო წუთები მჭირდება, რათა ტოპ ფორმას დავუბრუნდე,” – ციტირებს ჩაკვეტაძის სიტყვებს HLN-ი.

გიორგიმ ასევე განაცხადა, რომ საქართველოში მოუთმენლად ელიან: “ჩემს ტელეფონში ყოველდღიურად ძალიან ბევრი მესიჯი მოდის. ხალხი მეკითხებოდა, თუ როდის დავუბრუნდებოდი ფეხბურთს.

ბელგიელებმა შაბათს, გიორგის განაცხადში მოხვედრას მცირე სიურპრიზიც დაარქვეს: “გამიკვირდა, როდესაც შემადგენლობაში ჩემი გვარი ვერ ამოვიკითხე. თუმცა, მწვრთნელმა ბოლო ვარჯიშამდე მითხრა, რომ მზად ვიყავი,” – დაასრულა გიორგიმ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის აპრილში ჩაკვეტაძემ მუხლის ტრავმა მიიღო. 20 წლის ქართველმა ოპერაცია გაიკეთა და ახლა შეეცდება, რომ მარტის მატჩამდე ფორმა მაქსიმალურად აღიდგინოს.

ჩაკვეტაძე: “ყველაზე კარგი ისაა, რომ ტკივილს არ ვგრძნობ”

სტატიის ავტორი
-