დავით ქირია მსოფლიოს 3-გზის ჩემპიონი გახდა

დღეს ჩინეთში, კიკბოქსინგის მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულდა.

ქართველმა სპორტსმენმა, დავით ქირიამ (-70) დღეს ორი ორთაბრძოლის მოგება მოახერხა და მსოფლიოს 3-გზის ჩემპიონი გახდა.

გადამწყვეტი დაპირისპირება ქირიამ მაროკოელ მარუან ტუტოჰისთან გამართა და მეტოქე ხუთ რაუნდში დაამარცხა.

“უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ გულშემატკივარს, რომელთა გარეშეც ამ წარმატებას მე ვერ მივაღწევდი,”განაცხადა დავითმა ფინალის შემდეგ.

დავით ქირია მსოფლიოს 3-გზის ჩემპიონი გახდა

სტატიის ავტორი
-