დინამო თბილისი ლეგენდათა ტრადიციულ ტურნირზე გერმანიაში იასპარეზებს

11-12 იანვარს, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, ლეგენდათა ტრადიციული ტურნირი (AOK Traditionsmasters) ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას დინამო თბილისიც მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ ტურნირში მონაწილე 8 გუნდიდან, 7 ადგილობრივია, ერთადერთი არაგერმანული კლუბი კი სწორედ დინამო თბილისია.

A ჯგუფში, ქართულ კლუბთან ერთად დორტმუნდის “ბორუსია”, ლევერკუზენის ბაიერი და “შალკე 04” იასპარეზებენ.

B ჯგუფში კი ბერლინურ ტრიოსთან – ჰერტასთან, იუნიონთან და ტენის ბორუსიასთან ერთად ბრემენის ვერდერი იასპარეზებს.

დინამო თბილისის ლეგენდათა შემადგენლობა კი ასეთია:

  • გიორგი ლომაია
  • ნუკრი რევიშვილი
  • ლაშა სალუქვაძე
  • კახა კალაძე
  • ალექსანდრე ამისულაშვილი
  • ოთარ მარცვალაძე
  • ლევან ცქიტიშვილი
  • დავით სირაძე
  • ალექსანდრე იაშვილი
  • გიორგი დემეტრაძე
  • ზურაბ ხიზანიშვილი
  • დავით კვირკველია

ჩვენი გუნდი ბერლინში 9 იანვრიდან შეიკრიბება, მატჩების განრიგი კი ასეთია:

11 იანვარი, 20:45: დინამო თბილისი Vs. ლევერკუზენის ბაიერი
11 იანვარი, 21:42: დინამო თბილისი Vs. დორტმუნდის ბორუსია
12 იანვარი, 17:31: დინამო თბილისი Vs. შალკე 04

ნახევარფინალური და ფინალური მატჩები კი 12 იანვარს, 19:00 საათიდან დაიწყება

დინამო თბილისი ლეგენდათა ტრადიციულ ტურნირზე გერმანიაში იასპარეზებს

სტატიის ავტორი
-