დინამო თბილისის ისტორიული გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე

დღეს, საწყლოსნო კომპლექსში “ოლიმპიკი” ჩემპიონთა ლიგის მე-10 ტურის შეხვედრა გაიმართა. “დინამო თბილისმა” “მარსელი” მიიღო და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

მაყურებლის გარეშე ჩატარებული მატჩის პირველი სამი მეოთხედი ქართულმა გუნდმა დამაჯერებლად ჩაატარა – 5:1; 3:3; 6:3 და გადამწყვეტ ტაიმამდე 7 ბურთიანი უპირატესობა მოიპოვა. “დინამო თბილისმა” უკანასკნელ ნახევრის 1:5 წაგების მიუხედავად, ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მოგება ჩაიწერა – 15:12.

შემდეგ მატჩს თბილისელები 10 აპრილს, უნგრულ “ფერენცვაროსთან” ჩაატარებენ.

დინამო თბილისის ისტორიული გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე

სტატიის ავტორი
-