ევროპული თამაშები: ქართველი ძიუდოისტები საქმეში ერთვებიან

დღეს, 21 ივნისს, მინსკში (ბელარუსში) ევროპული თამაშები დაიწყო. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ასპარეზობაში ხვალ, 22 ივნისს ჩაერთვება. დღეს კი ტურნირის წილისყრა გაიმართა და ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები გაირკვა.

ხვალ, პირველ საშეჯიბრო დღეს, ქართველი ძიუდოისტები -60 და -66 კგ წონით კატაგორიებში იასპარეზებენ, ხოლო ქალებში -57 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზებს ეთერ ლიპარტელიანი.

-60 კგ

საქართველოს სახელით -60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ამირან პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი იასპარეზებენ. ამირან პაპინაშვილი ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე ესპანელ – ხოაკინ გომესსა და ებრაელ – ბენ დავიდს შორის გამარჯვებული იქნება.

რაც შეეხება ლუხუმ ჩხვიმიანს, ლუხუმიც პაპინაშვილის მსგავსად ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე თურქ – მიჰრაჩ აკუსსა და ბულგარელი ვალენტინ ალიპიევს შორის გამარჯვებული იქნება.

-66 კგ

საქართველოს სახელით -66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ამ წონის პირველი ნომერი – ვაჟა მარგველაშვილი და ბაგრატ ნინიაშვილი იასპარეზებენ. ვაჟა მარგველაშვილი ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე სერბი – სტარია ბენჩინი იქნება, ხოლო რაც შეეხება ბაგრატ ნინიაშვილს ფრანგი – კილიან ლე ბლუ შეხვდება.

-57 კგ (ქალები)

საქართველოს სახელით -57 კილოგრამ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანი იასპარეზებს. ლიპარტელიანი პირველივე ეტაპიდან იჭიდავებს და მისი მეტოქე აზერბაიჯანელი იჩინხორლოო მუნხცედევი იქნება.

ევროპული თამაშები: ქართველი ძიუდოისტები საქმეში ერთვებიან

სტატიის ავტორი
-