გიორგი კაციაშვილმა დიუსელდორფის გრანდ სლემი გამარჯვებით დაიწყო!

დღეს, 22 თებერვალს სტარტი აიღო 2019 წლის მეორე გრანდ სლემის მეორე დღემ დიუსელდორფში.

დღეს, იასპარეზებენ -73 და -81 კილოგრამ წონითი კატეგორიები. -73 კილოგრამში საქართველოს სახელით ლაშა შავდათუაშვილი და ფრიდონ გიგანი ასპარეზობდნენ, სადაც ფრიდონ გიგანი პირველივე ეტაპზე გამოვარდა, ხოლო -81 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი გიორგი კაციაშვილი ასპარეზობს, რომელიც პირველ რაუნდში სლოვაკ – ფილიპ სტანცელთან იჭიდავებს, ასევე -81 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ღირსებას ბექა დონღვანიც იცავდა, თუმცა ბექა პირვივე ეტაპზე დამარცხდა აზერბაიჯანელ – ფაგან გულუზადასთან.

-81 კილოგრამ წონით კატეგორიაში გიორგი კაციაშვილი პირველი  ეტაპიდან ჩაერთო და მისი მეტოქე  სლოვაკი – ფილიპ სტანცელი იყო.  ქართველმა ფალავანმა მეტოქე დაამარცხა და მეორე ეტაპზე გავიდა. გიორგის შემდეგი მეტოქე ბულგარელი – ივაილო ივანოვი იქნება.

გიორგი კაციაშვილმა დიუსელდორფის გრანდ სლემი გამარჯვებით დაიწყო!

სტატიის ავტორი
-