გორ მინასიანი ტოკიოს ოლიმპიადაზე არ იასპარეზებს

სომხეთის ნაკრების ძალოსანი, გორ მინასიანი ტოკიოს ოლიმპიადაზე არ გაემგზავრება.

ვინაიდანაც სომხები ანტიდოპინგური წესების დარღვევაში ამხილეს, მათ იაპონიაში შეზღუდული რაოდენობის, ანუ, მხოლოდ 2 ძალოსანის გაშვება შეუძლიათ.

აქედან გამომდინარე, სამწვრთნელო შტაბმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ტოკიოში ასპარეზობის უფლება იზაბელა იაილიანსა (59კგ) და სიმონ მარტიროსიანს (109კგ) მიეცეთ.

როგორც მოგეხსენებათ, +109კგ წონით კატეგორიაში მინასიანთან ერთად ლაშა ტალახაძეა. ქართველი ძალოსანის დაუჯერებელი შედეგების გამო, გორს ოქროს მედლის მოპოვების ძალიან მცირე შანსი აქვს.

 

გორ მინასიანი ტოკიოს ოლიმპიადაზე არ იასპარეზებს

სტატიის ავტორი
-