გუდამაყარში მწვერვალი ლაშა ბექაურის სახელობის გახდება

დუშეთის მერიამ ოლიმპიურ ჩემპიონს, ძიუდოისტ ლაშა ბექაურს რეგიონის სახელით 500 კვ.მ. მიწა, ყაბარდოული ჯიშის კვიცი და ნაბადი აჩუქა.

ასევე, გუდამაყრის რწმუნებულის, მალხაზ წიკლაურის თქმით, ამიერიდან ერთ-ერთი მწვერვალი ბექაურის სახელობის იქნება.

ოლიმპიური ჩემპიონი გუდამაყარში 22 აგვისტოს ჩავიდა.

ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა ოლიმპიური ოქრო 28 ივლისს ტოკიოში მოიგო. ის 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ასპარეზობს.

ოლიმპიური ოქროს მოგების შემდეგ ბექაურს სახელმწიფოსგან გადაეცა 1 მილიონი ლარი.

წყარო: formulanews.ge

გუდამაყარში მწვერვალი ლაშა ბექაურის სახელობის გახდება

სტატიის ავტორი
-