ირაკლი მწითური მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანია

ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავემ, ირაკლი მწითურმა ბრინჯაოს მედალი მოიგო.

92 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ნახევარფინალში განცდილი მარცხის შემდეგ დამამშვიდებელ წრეში გადაინაცვლა, სადაც გადამწყვეტ ბრძოლაში ნურგალ ნურგაიპულს აჯობა.

ირაკლი მწითურმა ყაზახი მეტოქე სამშობლოში 2:1 დაამარცხა და თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს პირველი მედალი მოუტანა.

ირაკლი მწითური მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანია

სტატიის ავტორი
-