ჯაბა კანკავას შთამბეჭდავი სტატისტიკა მაკედონიის ნაკრების წინააღმდეგ

8 სექტემბერს, ერთა ლიგის C ქვეჯგუფის მატჩები გაიმართა, სადაც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, მაკედონიის ნაკრებს უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში საბოლოო ანგარიში 1:1 დასრულდა.

ქართველი ფეხბურთელები მეორე ტაიმის პირველივე წუთიდან უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა მოედანზე განსაკუთრებით ჯაბა კანკავა ჩანდა. მან გულშემატკივარს თავი შეუდარებელი ბრძოლისუნარიანობით დაამახსოვრა.

გთავაზობთ საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის – ჯაბა კანკავას სტატისტიკას მაკედონიის ნაკრების წინააღმდეგ:

6 მოგებული ორთაბრძოლა, 5 ჩაჭრა, პასების სიზუსტე 87%, 2 წარმატებული ფეხებში ვარდნა, 2 დარტყმა და მის წინააღმდეგ მეტოქე გუნდის ფეხბურთელები 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

ჯაბა კანკავას შთამბეჭდავი სტატისტიკა მაკედონიის ნაკრების წინააღმდეგ

სტატიის ავტორი
-