ტატო გრიგალაშვილი დიუსელდორფში ოქროსთვის იჭიდავებს! (ვიდეო)

დღეს, 22 თებერვალს, სტარტი დიუსელდორფის გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღემ აიღო, სადაც საქართველოს ნაკრების ღირსებას 4 ფალავანი იცავს: ლაშა შავდათუაშვილი და ფრიდონ გიგანი -73 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობენ, ხოლო -81 კგ-ში კი, ნუგზარ ტატალაშვილი და ტატო გრიგალაშვილი იბრძოლებენ მედლებისთვის.

-81 კგ წონით კატეგორიაში, ტატო გრიგალაშვილი ფინალში გავიდა. მან 1/2 ფინალში ყირგიზი – ვლადიმირ ზოლოევი დაამარცხა. ფინალში კი მისი მეტოქე რუსი – ხასან ხალმურზაევი იქნება.

სტატიის ავტორი
-