ლაშა გურული ევროპული თამაშების ფინალშია

პოლონეთში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე, ქართველი მოკრივე ლაშა გურული (63.5 კგ) ფინალში გავიდა და ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.

ქართველმა მოკრივემ ნახევარფინალში უნგრელი – რიჩარდ კოვაჩი დაამარცხა, ფინალში კი მისი მეტოქე, ფრანგი – სოფიანე ოუჰიმა იქნება. ფინალური შეხვედრა პირველ ივლისს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ლაშა გურულმა უკვე ევროპულ თამაშებზე ნახევარფინალში გასვლით, 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის ლიცენზია უკვე მოიპოვა.

ლაშა გურული ევროპული თამაშების ფინალშია

სტატიის ავტორი
-