ლევან მატიაშვილმა ბრაზილიელ მეტოქესთან წააგო

დღეს დიუსელდორფის გრანდ სლემის ბოლო დღეა, სადაც -90, -100 და +100 წონით კატეგორიები ასპარეზობენ.

ლაშა ტაველური (-100) უკვე გამოეთიშა ტურნირს, ავთანდილ ჭრიკიშვილმა (-90) კი ბრძოლა ჯანმრთელობის პრობლემის გამო ვერ მოახერხა.

+100 წონით კატეგორიაში, ონისე ბუღაძე მე-2 ეტაპზე იაპონელ ჰისაიოში ჰარასავას დაუპირისპირდა და დამარცხდა.

რაც შეეხება ლევან მატიაშვილს (+100), ქართველმა ძიუდოისტმა მე-2 ეტაპზე ბრაზილიელ რაფაელ სილვასთან წააგო.

ბოლოს გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანს, ვარლამ ლიპარტელიანს (-100) ჯერ არ უჭიდავია.

ლევან მატიაშვილმა ბრაზილიელ მეტოქესთან წააგო

სტატიის ავტორი
-