მამუკა გორგოძე საუკეთესო მელელოვეთა სიმბოლურ გუნდშია

ცნობილმა სარაგბო გამოცემამ Ultimate Rugby პოზიციების მიხედვით იმ მოთამაშეების სიმბოლური გუნდი შეადგინა, რომლებსაც ნაკრებში ყველაზე მეტი ლელო აქვთ დადებული.

ლეგენდარული ქართველი მორაგბე გამოცემამ მეორე ხაზის მოთამაშედ გაითვალისწინა – მამუკა ამ პოზიციაზე 27 ლელოს ავტორია.

სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება: 

1. ტონი ვუდკოკი (ახალი ზელანდია – 10 ლელო), 2. ჯო ტაუფეტე (აშშ – 20 ლელო), 3. მარტინ კასტროჯიოვანი (იტალია – 12 ლელო), 4. მამუკა გორგოძე (საქართველო – 27 ლელო), 5. ჰიტოში ონო (იაპონია – 13 ლელო), 6. როჰან კიტსოფი (ნამიბია – 22 ლელო), 7. რიჩი მაქოუ (ახალი ზელანდია – 27 ლელო), 8. დიეგო ორმაჩეა (ურუგვაი – 41 ლელო), 9. იუსტ ვან დერ ვესტჰუიზენი (სამხრეთ აფრიკა – 28 ლელო), 10. ბოდენ ბარეტი (ახალი ზელანდია – 36 ლელო), 11. ბრაიან ჰაბანა (სამხრეთ აფრიკა – 67 ლელო), 12. ტანა უმაგა (ახალი ზელანდია – 36 ლელო), 13. ბრაიან ო’დრისკოლი (ირლანდია – 47 ლელო), 14. დაისუკე ოჰატა (იაპონია – 69 ლელო), 15. კრისტიან ქალენი (ახალი ზელანდია – 46 ლელო).

წყარო: 1TV.GE 

მამუკა გორგოძე საუკეთესო მელელოვეთა სიმბოლურ გუნდშია

სტატიის ავტორი
-