ნარიაშვილმა ფეხი მოიტეხა – მისთვის სეზონი ნაადრევად დასრულდა

“მონპელიეს” ქართველმა მორაგბემ მიხეილ ნარიაშვილმა მძიმე ტრავმა მიიღო.

30 წლის ბურჯმა ფეხი მოიტეხა, რის გამოც მისთვის სეზონი ნაადრევად დასრულდა.

ინფორმაციას ფრანგული კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს. გარდა ნარიაშვილისა, “მონპელიეს” ამ სეზონში კიდევ 6 მორაგბე ვერ დაეხმარება.

სამწუხაროდ, მიხეილი საქართველოს ნაკრების ზაფხულის ტესტ მატჩებსაც გამოტოვებს. “ბორჯღალოსნები” 3 და 10 ივლისს სამხრეთ აფრიკას ორჯერ დაუპირისპირდებიან, 17 ივლისს კი შოტლანდიას უმასპინძლებენ.

ნარიაშვილმა ფეხი მოიტეხა – მისთვის სეზონი ნაადრევად დასრულდა

სტატიის ავტორი
-