ნიკოლოზ ბასილაშვილი რომის მასტერსის მერვედფინალშია

დღეს რომის მასტერსის მე-3 დღე მიმდინარეობს.

ტურნირის მე-2 წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილს (18) ლასლო ჯერეს (32) დამარცხება არ გასჭირვებია – 7:5; 6:4.

პირველ სეტში ქართულ-სერბული დაპირისპირება ბრეიკების ფონზე გაიმართა. ნიკოლოზი ჯერეს მოწოდებაზე გეიმების მოგებას კი ახერხებდა, თუმცა თავის ჩაწოდებაზე ვერ ბრწყინავდა. საბოლოოდ, ბასილაშვილმა 5:5-ზე ლასლოს კიდევ ერთი ბრეიკი შეუსრულა და სეტის მოგების ბრწყინვალე შანსი ხელიდან აღარ გაუშვა – 7:5.

რაც შეეხება მე-2 სეტს, ბასილაშვილმა მეტოქე მე-5 გეიმში დააბრეიკა და შემდგომ მთელი თამაში შეცდომების გარეშე ჩაამთავრა – 6:4.

ნიკოლოზ ბააილაშვილი რომის მასტერსის მერვედფინალში დიდი ალბათობით, რაფაელ ნადალს (2) დაუპირისპირდება. ესპანელი თავის თამაშს ხვალ, მსოფლიოს 42-ე ჩოგანთან,  ჟერემი შარდისთან ჩაატარებს.

ნიკოლოზ ბასილაშვილი რომის მასტერსის მერვედფინალშია

სტატიის ავტორი
-