ოლიმპიური ჩემპიონი დამარცხებულია – ბასილაშვილს 1/2 ფინალში ტეილორ ფრიცი შეხვდება!

საჩოგბურთო სამყაროში 2021 წლის ბოლოს წინა მასტერსის ტიპის (1000-ქულიანი) ტურნირი, ინდიან უელსი, იმართება. ტურნირზე მონაწილეობას იღებს საქართველოს პირველი ნომერი, ნიკოლოზ ბასილაშვილიც, რომელმაც ისტორიული შედეგი დააფიქსირა და პირველად გავიდა მასტერსის 1/2 ფინალში.

ნიკოლოზ ბასილაშილმა 3 სეტში დაამარცხა მსოფლიოს მესამე ჩოგანი – სტეფანოს ციციპასი და 1/2 ფინალის საგზური მოიპოვა. ნახევარფინალში ქართველი ჩოგანის სავარაუდო მეტოქე, ტურნირის მთავარი ფავორიტი, ოლიმპიური ჩემპიონი – ალექსანდრ ზვერევი იყო, თუმცა იგი 1/4 ფინალში, სენსაციურად, 3 სეტში დამარცხდა ამერიკელ ტეილორ ფრიცთან.

ამერიკელმა ჩოგბურთელმა ზვერევის წინააღმდეგ მატჩპოინტი გადაარჩინა და პირველი სეტის დამარცხების შემდეგ მატჩის შემობრუნება შეძლო (4:6; 6:3; 7:6).

ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის რათქმაუნდა ეს უკეთესი ვარიანტი იყო, რადგან ალექსანდრ ზვერევი ოლიმპიური ჩემპიონია და ქართველი ჩოგბურთელი ტოკიოს ოლიმპიადაზე სწორედ მასთან დამარცხდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი და ტეილორ ფრიცი 3-ჯერ არიან ერთმანეთს შეხვედრილები, აქედან 2021 წელს 2-ჯერ, დუბაიში ნიკოლოზ ბასილაშვილი დამარცხდა, ხოლო დოჰაში კი ქართველმა ჩოგბურთელმა 2:0 გაიმარჯვა.

ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ტეილორ ფრიცის მატჩი 16 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:00 საათზეა ჩანიშნული.

ოლიმპიური ჩემპიონი დამარცხებულია – ბასილაშვილს 1/2 ფინალში ტეილორ ფრიცი შეხვდება!

სტატიის ავტორი
-