ლაშა ტალახაძე და გიორგი ასანიძე აიცრნენ

საჩხერის სამედიცინო ცენტრში ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. მასთან ერთად აიცრა ოლიმპიური ჩემპიონი და საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი – გიორგი ასანიძეც.

ლაშა ტალახაძემ საზოგადოებას ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა.

23 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჯამში 979 813​ აცრა ჩატარდა. 22 აგვისტოს აიცრა 17 670 პირი.

ლაშა ტალახაძე და გიორგი ასანიძე აიცრნენ

სტატიის ავტორი
-