ოლიმპიური რეიტინგი ცნობილია – ოლიმპიადაზე მონაწილეობის უფლება 17-მა ქართველმა ძიუდოისტმა მოიპოვა

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ოლიმპიური რეიტინგი გამოაქვეყნა. 

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე მონაწილეობის უფლება 17-მა ქართველმა ძიუდოისტმა მოიპოვა. მათგან 16 უდიდეს სპორტულ ფორუმზე პირდაპირი ლიცენზიით მოხვდა, ტატიანა ლევიცკა-შუკვანმა კი ადგილი კონტინენტური კვოტით მიიღო.

ლიცენზირებული ძიუდოისტები:

-60 – ლუხუმ ჩხვიმიანი, თემურ ნოზაძე, ამირან პაპინაშვილი,
-66 ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი
-73 ლაშა შავდათუაშვილი
-81 ტატო გრიგალაშვილი, ლუკა მაისურაძე
-90 ლაშა ბექაური, ბექა ღვინიაშვილი
-100 ვარლამ ლიპარტელიანი, ილია სულამანიძე
+100 გურამ თუშიშვილი, გელა ზაალიშვილი, ლევან მატიაშვილი

-52 ტატიანა ლევიცკა-შუკვანი, -57 ეთერ ლიპარტელიანი

ძიუდო ტოკიოს ოლიმპიადაზე 24 ივლისს აიღებს სტარტს და 31-ში დასრულდება.

ოლიმპიური რეიტინგი ცნობილია – ოლიმპიადაზე მონაწილეობის უფლება 17-მა ქართველმა ძიუდოისტმა მოიპოვა

სტატიის ავტორი
-