რამდენი გამოიმუშავა ნიკა ბასილაშვილმა ორი ეტაპის გადალახვის შემდეგ

2019 წლის საჩოგბურთო სეზონი ჩვენი ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის წარმატებულად დაიწყო და 250 ქულიან, დოჰაში მიმდინარე ტურნირის 1/4 ფინალში გავიდა, სადაც მისი მომდევნო მეტოქე მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი იქნება. ყატარის ღია პირველობაზე ნიკა ავტომატურად 1/16 ფინალიდან ჩაერთო, რაც ნიშნავდა რომ მას წაგების შემთხვევაშიც კი, 20 655 დოლარი უკვე გამომუშავებული ჰქონდა. ის მეოთხედფინალამდე გავიდა და საპრიზო ფონდის სახით გარანტირებულად $36,670-ს მიიღებს, ხოლო თუ ერთი ეტაპიც დასძლია და ნახევარფინალში გავიდა – $64,975-ს გამოიმუშავებს. რაც შეეხება ფინალს, ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში მონაწილეობისთვის ბასილაშვილი გარანტირებულად $118,320-ს მიიღებს, ხოლო მთლიანი ტურნირის მოგების შემთხვევაში – $219,755 გადაეცემა.

რამდენი გამოიმუშავა ნიკა ბასილაშვილმა ორი ეტაპის გადალახვის შემდეგ

სტატიის ავტორი
-