საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია გრანდიოზულ პროექტს იწყებს – “Fia Rally Stars”

პირველად არსებობის ისტორიაში    საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია იწყებს 4 წლიან მასშტაბურ პროექტს სახელწოდებით Fia Rally Stars, რომელსაც უერთდება საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია. პროექტის მიზანი მსოფლიოს გარშემო პოტენციური, ნიჭიერი, ახალგაზრდა ავტოსპორტის მოყვარული ადამიანების   აღმოჩენა და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საავტომობილო დისციპლინის “რალი”- ს სუპერვარსკვლავებად ჩამოყალიბება არის.

პროექტში მონაწილე საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის წევრი 140-ზე მეტი  ქვეყნიდან  სწორედ საქართველო იქნება ის პირველი, რომელიც ამ გრანდიზოულ პროექტ Fia Rally Stars  გახსნის.

  პირველი შესარჩევი 14 თებერვალს თბილისში, “ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა”-ს ავტოსადგომზე დილის 10:00 საათიდან დაიწყება. მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, ამიტომ იჩქარეთ რეგისტრაცია.

საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით 2 თვის განმავლობაში 3 შესარჩევი (თბილისი, თელავი, ქუთაისი) და 1 ფინალური (თბილისი) ეტაპი გაიმართება. თითოეულ ეტაპზე გამოვლინდება საუკეთსო 20 ბიჭი და 10 გოგონა.  14 მარტს საქართველოს ფინალურ ეტაპზე თბილისში გამოვლინდებიან გამარჯვებულები კონტინენტურ ფინალზე გასამგზავრებლად.

Fia Rally Stars Georgia – ს შესარჩევის ფორმატი:

=ორგანიზატორის მიერ იქნება გამოყოფილი სამი იდენტური ავტომობილი

= შესარჩევის დღეს პირველ ეტაპზე მონაწილეებს მოუწევთ გაიარონ იდენტური ჩქაროსნული სლალომი, ხოლო საუკეთსო 30 ბიჭი და 15 გოგო გადავა მეორე ეტაპზე

= საუკეთსო შედეგი ვლინდება ნაჩვენები დროის და უშეცდომოდ გავლილი მონაკვეთების შეჯამებით

= საერთო ჯამში თითოეული ლოკაციის ღონისძიებიდან (თბილისი, თელავი, ქუთაისი) შეირჩევა საუკეთესო 20 ბიჭი და 10 გოგო მონაწილე

= შეჯიბრებების ფინალური ეტაპი 14 მარტს თბილისში გაიმართება და გამოვლინდებიან გამარჯვებულები კონტინენტურ ფინალზე გასამგზავრებლად

Fia Rally Stars Georgia  – ზე მონაწილეობისთვის აუცილებელია:

= აკმაყოფილებდეთ ასაკს 18 – 26 წლის ჩათვლით
= გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია ლინკზე შესაბამისი ლოკაციის მიხედვით
= გქონდეთ მართვის მოწმობა
= დაიცვათ კოვიდ-19-თან დაკავშირებული რეგულაციები
= დაფაროთ რეგისტრაციის საფასური – 20 ლარი
=შეჯიბრება არის ავტოსპორტის მოყვარული გოგონებისა და ბიჭებისთვის
= მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია, თითოეულ ეტაპზე დაიშვება მხოლოდ  პირველი 150 მსურველი, ამიტომ იჩქარეთ
= არ დაიშვებიან მონაწილეები, რომლებიც საქართველოს ჩემპიონატის რომელიმე ეტაპზე მოხვედრილები არიან 10 საუკეთესო მრბოლელს შორის

ამიტომ თუ ოცნებობთ პროფესიონალ ავტომრბოლელობაზე და სისწრაფე, ადრენალინი, რისკი, ავტომობილის მართვა, ბრძოლა გამარჯვებისთვის თქვენი ცხოვრების ნაწილია –  მაშინ Fia Rally Stars Georgia 2021 თქვენთვის უნიკალური შანსია საავტომობილო კარიერის დასაწყებად და განსავითარებლად.

აქტივობა ძალიან დიდია, თბილისის შესარჩევის ადგილები შევსებულია, ამიტომ რეგისტრაციისთვის იხილეთ რეგსიტრაციის ლინკი თეალვის ეტაპზე :

https://ge.fiarallystar.com/ka/telavis-shesarchevi-etapi-chkarosnul-slalomshi

საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია გრანდიოზულ პროექტს იწყებს – “Fia Rally Stars”

სტატიის ავტორი
-