საქართველო 12:6 თურქეთი – წყალბურთელები მე-9 ადგილისთვის იბრძოლებენ

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა თურქეთი 12:6 დაამარცხა.

9-12 ადგილებისთვის ბრძოლაში მოპოვებული პირველი გამარჯვების შემდეგ, ქართველები შეეცდებიან, რომ გერმანია/რუმინეთის წყვილში გამარჯვებულსაც აჯობონ და ტურნირი საკმაოდ კარგი შედეგით – მე-9 ადგილით დაასრულონ.

საქართველოს ნაკრებს თურქეთთან გამარჯვება არ გასჭირვებია. პირველი და მესამე მეოთხედები ქართველებმა ერთი და იმავე ანგარიშით – 4:1 მოიგეს, მე-2 და მე-4 ტაიმები კი ფრედ დაასრულეს – 2:2; 2:2.

საქართველო 12:6 თურქეთი – წყალბურთელები მე-9 ადგილისთვის იბრძოლებენ

სტატიის ავტორი
-