საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატზე

6-13 ივნისს უნგრეთში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. ტურნირზე საქართველოს ნაკრები 13 ძიუდოისტით გაემგზავრება.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) ოფიციალური საიტის მიხედვით, შემადგენლობა ასე გამოიყურება.

ვაჟები:

-60კგ: ლუხუმ ჩხვიმიანი, თემურ ნოზაძე; -66კგ ვაჟა მარგველაშვილი; -73კგ ლაშა შავდათუაშვილი; -81კგ ლუკა მაისურაძე; -90კგ ბექა ღვინიაშვილი; -100კგ: ვარლამ ლიპარტელიანი, ილია სულამანიძე; +100კგ: გელა ზაალიშვილი.

ქალები:

-52კგ: ტეტიანია ლევიცკა-შუკვანი, მარიამ ჯანაშვილი; -57კგ ეთერ ლიპარტელიანი; -70კგ მარიამ ჭანტურია; +78კგ სოფიო სომხიშვილი.

შეგახსენებთ, რომ გასულ მსოფლიო ჩემპიონატზე ლუხუმ ჩხვიმიანმა ოქროს მედალი მოიპოვა, ლუკა მაისურაძე კი ბრინჯაოს დაეუფლა.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატზე

სტატიის ავტორი
-