შარიქაძე მსაჯს: “მესმის, რომ პატარა გუნდი ვართ”

შემოდგომის ტესტ მატჩები საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა საფრანგეთთან თამაშით გახსნა.

“ბორჯღალოსნები” სტუმრად “მამლებთან” 41:15 დამარცხდნენ. ლევან მაისაშვილის გუნდმა მეტოქეს 2 ლელო დაუდო.

სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ შეხვედრის მთავარი არბიტრმა ჩვენი ნაკრების წინააღმდეგ არაერთი საკამათო გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ აღნიშნული ფაქტის შესახებ თამაშისას მსაჯს მიმართა: “მესმის, რომ პატარა გუნდი ვართ, მაგრამ ყველაფერზე არ უნდა დაგვაჯარიმოთ.” 

 

შარიქაძე მსაჯს: “მესმის, რომ პატარა გუნდი ვართ”

სტატიის ავტორი
-