შენგელია გამოჯანმრთელდა – თორნიკე დღევანდელ მატჩში დაბრუნდება

თორნიკე შენგელია მცირე პაუზის შემდეგ პარკეტს დღეს დაუბრუნდება. მოსკოვის “ცსკა” ევროლიგაზე სტუმრად “ოლიმპიაკოსს” დაუპირისპირდება.

როგორც მოგეხსენებათ, ქართველმა კალათბურთელმა მუხლის დაზიანება რამდენიმე კვირის წინ, VTB ლიგაზე მიიღო.

თორნიკემ “ცსკა”-ს ოფიციალურ გვერდთან საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა: “ვიცით, რომ წინ რთული მატჩი გველის. თავს ახლა გაცილებით უკეთესად ვგრძნობ და დიდი შერკინებისთვის მზად ვარ. “ოლიმპიაკოსი”, მიუხედავად იმისა, თუ რა ანგარიშია ტაბლოზე, ყოველთვის ბოლომდე იბრძვის.”

შენგელია გამოჯანმრთელდა – თორნიკე დღევანდელ მატჩში დაბრუნდება

სტატიის ავტორი
-