ტენერიფეს მორიგი გამარჯვება – შერმადინი კვლავ შეხვედრის MVP გახდა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში გიორგი შერმადინის “იბეროსტარ ტენერიფემ” მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

ACB ლიგის 22-ე ტურში “იბეროსტარ ტენერიფე” გასვლაზე  “მორაბანკ ანდორას” დაუპირისპირდა და შეხვედრა ანგარიშით 83:89 მოიგო.

მორიგი გამორჩეული მატჩი ჩაატარა გიროგი შერმადინმა, რომელიც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო.

ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 22:40 წუთი გაატარა, რა დროშიც 19 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.

შერმადინმა 11-დან 6 ორქულიანი და 9-დან 7 საჯარიმო ჩააგდო.

ქართველი კალათბურთელი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო, გიორგიმ ყველაზე მაღალი შედეგი დააფიქსირა და მატჩის საუკეთესო მოთამაშის პრიზიც დაიმსახურა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 29-ს გაუტოლდა.


 


ესპანეთის საკალთბურთო ჩემპიონატში “იბეროსტარ ტენერიფემ” 21 ჩატარებული შეხვედრიდან 17 მოიგო და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე იმყოფება, შერმადინის გუნდი მხოლოდ “რეალს” ჩამორჩება.

ACB ლიგის მომდევნო ტურში 7 თებერვალს “ტენერიფე” “ბასკონიას” უმასპინძლებს.

 

 

ტენერიფეს მორიგი გამარჯვება – შერმადინი კვლავ შეხვედრის MVP გახდა

სტატიის ავტორი
-