თემურ ნოზაძემ პარიზის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა! (ვიდეო)

დღეს, 9 თებერვალს სტარტი აიღო პარიზის გრანდ სლემმა, სადაც საქართველოს სახელით 11 სპორტსმენი ასპარეზობს.

დღეს იჭიდავეს -60;-66 და -73 კილოგრამ წონით კატეგორიის ფალავნებმა.

-60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე თემურ ნოზაძემ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ებრაელი დანიელ ბენ დევიდი დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პარიზის გრანდ სლემზე პირველი ბრინჯაოს მედალი მოუპოვა.

სტატიის ავტორი
-