ტოკიო 2020 – ნინო სალუქვაძე ფინალში ვერ მოხვდა

ტოკიოს ოლიმპიადის მე-2 დღეს ასპარეზობა ლეგენდარულმა ქართველმა ტყვიის მსროლელმა, ნინო სალუქვაძემ დაიწყო.

თავისთვის მე-9 ოლიმპიური თამაშები ქართველისთვის წარუმატებელი გამოდგა. ნინომ 10-მეტრიანი პისტოლეტიდან სროლაში, საკვალიფიკაციო ეტაპზე 53 მონაწილიდან 31-ე ადგილი დაიკავა და ფინალში გასვლა ვერ მოახერხა.

სალუქვაძესთვის ტოკიო 2020 არ დასრულებულა. ის საქართველოსთვის მედლების მოპოვებას 25-მეტრიანი პისტოლეტიდან სროლაშიც შეეცდება.

ტოკიო 2020 – ნინო სალუქვაძე ფინალში ვერ მოხვდა

სტატიის ავტორი
-