ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირი წყალბურთში გადაიდო

კორონავირუსის გამო 2020 წლის ტოკიოს სალიცენზიო ტურნირი წყალბურთში გადაიდო. შეხვედრები 22-29 მარტს როტერდამში უნდა ჩატარებულიყო.

როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნულ ტურნირზე უნდა ეთამაშა საქართველოს ნაკრებს. რევაზ ჩომახიძის გუნდს A ჯგუფში, თურქეთის კანადის, ბრაზილიის, მონტენეგროსა და საბერძნეთის წინააღმდეგ მოხვდა.

როგორც ცნობილია, ოლიმპიადის ლიცენზიები წყალბურთში 31 მაისიდან 7 ივნისამდე გათამაშდება. ტურნირის მდებარეობა იმავე რჩება.

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირი წყალბურთში გადაიდო

სტატიის ავტორი
-