ტოკიოს ოლიმპიადა | ქართველი სპორტსმენების განრიგი 27 ივლისს

ტოკიოს ოლიმპიადის დაწყებიდან მე-3 დღეს საქართველოს ნაკრებმა მე-2 მედალი მოიპოვა.

ძიუდოისტმა, ლაშა შავდათუაშვილმა დღეს ვერცხლის მედლის მოგება მოახერხა. ქართველი ფინალში ლეგენდარულ ონო შოჰეისთან დამარცხდა.

რაც შეეხება ხვალინდელ დღეს, 27 ივლისს ასპარეზობას განაგრძობს 2 ქართველი სპორტსმენი.

ძიუდო

ქვეყნისთვის მორიგი მედლის მოპოვებას შეეცდება ტატო გრიგალაშვილი (-81კგ). წინასწარი შეხვედრები 06:00 საათზე დაიწყება, ხოლო ქართველი ძიუდოისტი პირველ წრეში დაისვენებს. ტატო პირველ შეხვედრას ჯოშტერ ენდრიუსა (გუამა) და აკმალ მუროდოვს (ტაჯიკეთი) შორის გამარჯვებულთან გამართავს.

კრივი

საწყისი დაპირისპირების მოგების შემდეგ, ესკერხან მადიევი (-69კგ) კიდევ უფრო შორს გასვლას შეეცდება. ქართველი მოკრივე 1/8-ფინალში შადირი ბვოგის (უგანდა) დაუპირისპირდება. შეხვედრა 12:30 საათზეა ჩანიშნული.

Live.ge წარმატებებს უსურვებს ქართველ სპორტსმენებს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე.

 

ტოკიოს ოლიმპიადა | ქართველი სპორტსმენების განრიგი 27 ივლისს

სტატიის ავტორი
-