UFC-ში მერაბ დვალიშვილის მორიგი მეტოქე და ორთაბრძოლის თარიღი გაირკვა 

შერეული საბრძოლო ხელოვნების ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი შემდეგ შეხვედრას 6 თებერვალს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკელი ჯიუ-ჯიცუს მსოფლიო ჩემპიონი და ამჟამად UFC-ის წარმომადგენელი ბი ჯი პენი ავრცელებს.

30 წლის ქართველის მეტოქე კოდი სტამანი იქნება, რომელსაც ის 5 დეკემბერს უნდა შეხვედროდა, თუმცა ორთაბრძოლა არ აშედგა. აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მესვეურებმა დაპირისპირების თავიდან ორგანიზება გადაწყვიტეს.

დვალიშვილს ამჟამად ყველაზე მსუბუქი დივიზიონის რეიტინგში მე-12 პოზიცია უკავია და მის მომავალ მეტოქეს ერთი საფეხურით უსწრებს. დვალიშვილს პროფესიონალური კარიერის განმავლობაში 16 ორთაბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 12 გამარჯვებით დაასრულა, ბოლო ხუთ დუელში კი დაუმარცხებელია.

UFC-ში მერაბ დვალიშვილის მორიგი მეტოქე და ორთაბრძოლის თარიღი გაირკვა 

სტატიის ავტორი
-