უკრაინის თასზე ერთმანეთს ქართველი ფეხბურთელები შეხვდებიან

გუშინ უკრაინის თასის ნახევარფინალური დაპირისპირებები გაიმართა.

დავით ხოჭოლავას “შახტარმა” სტუმრად “დნიპრო 1” 0:2 დაამარცხა, ნიკა სიჭინავას “ინჰულეცმა” კი “ზორიას” 2:1 მოუგო და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

აქედან გამომდინარე, უკრაინის თასზე ერთმანეთს ორი ქართველი შეხვდება.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ სიჭინავა პოზიციით თავდამსხმელია და უკრაინაში 3 წლის წინ, ფოთის “კოლხეთიდან” წავიდა.

“შახტარსა” და “ინჰულეცს” შორის ფინალური მატჩი 15 მაისს გაიმართება.

უკრაინის თასზე ერთმანეთს ქართველი ფეხბურთელები შეხვდებიან

სტატიის ავტორი
-