ზაზა ნადირაძემ ევროპული თამაშები მე-4 ადგილზე დაასრულა (ვიდეო)

მინსკში მიმდინარე მე-2 ევროპულ თამაშებზე კანოეში, 200 მეტრ დისტანციაზე, ზაზა ნადირაძემ ფინალში იასპარეზა და მე-4 ადგილი დაიკავა.

ქართველმა სპორტსმენმა გაცურვა კარგად დაიწყო, საპრიზო ადგილებსაც იკავებდა, თუმცა, როგორც ჩანს, მიღებულმა ტრავმამ შეაწუხა. საბოლოოდ, ზაზა ფინიშის ხაზთან 44.955 წამში მივიდა და გამარჯვებულ ბელორუსს 2.120 წამით ჩამორჩა.

ზაზა ნადირაძემ ევროპული თამაშები მე-4 ადგილზე დაასრულა (ვიდეო)

სტატიის ავტორი
-