ზაზა ნადირაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

უნგრეთში, სეგედში ICF-ის კანოეს სპრინტში მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს.

დღეს ერთკაციან კანოეში 200 მეტრზე გაცურვაში ასპარეზობდა ქართველი ნიჩბოსანი, ზაზა ნადირაძე, რომელმაც ბრინჯაოს მედლის მოგება მოახერხა.

საფინალო გაცურვაში ქართველმა სპორტსმენმა ფინიშის ხაზი 40.24 წამში გადაკვეთა და მე-3 შედეგი დააფიქსირა.

ნადირაძე პირველადგილოსანს, ლიტველ ჰენტიკას ჟუსტაუტასს 0.88 წამით, მე-2 პოზიციაზე გასულ ბელარუსელს კი 0.72 წამით ჩამორჩა.

ზაზა ნადირაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა 1

ზაზა ნადირაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

სტატიის ავტორი
-