ზედიზედ მესამედ – ტალახაძე წლის საუკეთესო ძალოსანია

ზედიზედ მე-3 აღიარება – ლაშა ტალახაძე 2019 წლის საუკეთესო მამაკაც ძალოსნად დაასახელეს.

ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ქართველმა მძიმეწონოსანმა ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ვებგვერდზე ჩატარებულ გამოკითხვაში 17 000-ზე მეტი ხმა მიიღო და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

უკანასკნელ სამ არჩევნებში ცვლილება არ მომხდარა – ქართველი გიგანტი ტალახაძე ზედიზედ მესამე გამარჯვებას ზეიმობს“ – წერია ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ვებგვერდზე (iwf.net).

ზედიზედ მესამედ – ტალახაძე წლის საუკეთესო ძალოსანია

სტატიის ავტორი
-