6 ერი – მესამე სათამაშო დღის პრევიუ

11-12 თებერვალს, 6 ერის 2023 წლის გათამაშების მესამე ტურის მატჩები გაიმართება.

მეორე ტურის შემდეგ, 6 ერის გათამაშებას 10-10 ქულით ირლანდია და შოტლანდია ლიდერობენ. მესამე ადგილს 6 ქულით ინგლისის ნაკრები იკავებს, მეოთხე ადგილზე კი 5 ქულით საფრანგეთის ნაკრებია.

პირველი ტურის შედეგები:

ინგლისი 31:14 იტალია

შოტლანდია 35:7 უელსი

ირლანდია 32:19 საფრანგეთი


იტალია Vs. ირლანდია | ტურის გახსნითი მატჩი

მესამე ტური რომში, “სტადიო ოლიმპიკოს” სტადიონზე გაიხსნება, სადაც ადგილობრივი იტალიის ნაკრები, მიმდინარე ექვსი ერის ლიდერს დაუპირისპირდება.

შემადგენლობა

იტალიის ნაკრების შემადგენლობა ირლანდიის წინააღმდეგ:

https://twitter.com/SixNationsRugby/status/1628694522761732096

ირლანდიის ნაკრების შემადგენლობა იტალიის წინააღმდეგ:

https://twitter.com/SixNationsRugby/status/1628749917769568261

იტალიისა და ირლანდიის ურთიერთშეხვედრები

იტალიისა და ირლანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება 1988 წლიდან იღებს სტარტს, სადაც ირლანდიამ იტალიის ნაკრები 31:15 დაამარცხა. მას შემდეგ ეს ორი ნაკრები ერთმანეთს 34-ჯერ დაუპირისპირდნენ.

  • იტალიის ნაკრების გამარჯვებები – 4 მატჩი
  • ირლანდიის ნაკრების გამარჯვებები – 30 მატჩი
  • მატჩი ფრედ დასრულდა – არცერთხელ.

უელსი Vs. ინგლისი

უელსის ნაკრებისთვის ეს მატჩი უმნიშვნელოვანესი იქნება. უელსელები მიმდინარე ექვი ერის გათამაშებაში საშინლად გამოიყურებიან – 2 მატჩი, 2 მარცხი და 0 ქულა. უელსელებმა მიმდინარე სეზონში მეტოქეთა ჩათვლის მოედანში მხოლოდ 2-ჯერ დაამიწეს, რაც ნამდვილად არასახარბიელო შედეგია.

თავის მხრივ არც ინგლისელებს აქვთ გამორჩეული 6 ერი, თუმცა მათ ანგარიშზე 1 გამარჯვებაა.

შემადგენლობები

უელსის ნაკრების შემადგენლობა ინგლისის წინააღმდეგ

https://twitter.com/SixNationsRugby/status/1628738435165966336

ინგლისის ნაკრების შემადგენლობა უელსის წინააღმდეგ

https://twitter.com/SixNationsRugby/status/1628743234695450627

უელსის და ინგლისის ურთიერთშეხვედრები

ინგლისი და უელსი ერთმანეთის წინააღმდეგ 1881 წლიდან თამაშობენ. ამ ორი დიდი ნაკრების მატჩი სულ 138-ჯერ ჩატარდა.

  • უელსის ნაკრების გამარჯვებები – 60 მატჩი
  • ინგლისის ნაკრების გამარჯვებები – 66 მატჩი
  • მატჩი ფრედ დასრულდა – 12-ჯერ.

საფრანგეთი Vs. შოტლანდია

6 ერის მიმდინარე გათამაშების მესამე ტური პარიზში დაიხურება. არცთუ ისე კარგ ფორმაში მყოფი საფრანგეთის ნაკრები, 6 ერის მიმდინარე გათამაშების ლიდერს – შოტლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი 26 თებერვალს, 19:00 საათზე დაიწყება.

შემადგენლობები

საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა შოტლანდიის წინააღმდეგ

https://twitter.com/FranceRugby/status/1629075999601065984

შოტლანდიის ნაკრების შემადგენლობა საფრანგეთის წინააღმდეგ

https://twitter.com/SixNationsRugby/status/1629050316825001984

საფრანგეთისა და შოტლანდიის ურთიერთშეხვედრები

საფრანგეთისა და შოტლანდიის ურთიერთდაპირისპირებები სათავეს 1910 წლიდან იღებს. პირველი მატჩი შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში გაიმართვა, სადაც შოტლანდიამ 27:0 გაიმარჯვა.

ეს მატჩი ამ ორ ნაკრებს შორის საიუბილეოა, ისინი ერთმანეთის წინააღმდეგ მეასედ ითამაშებენ.

  • საფრანგეთის ნაკრების გამარჯვებები – 57 მატჩი
  • ირლანდიის ნაკრების გამარჯვებები – 39 მატჩი
  • მატჩი ფრედ დასრულდა – ერთხელ.

6 ერი – მესამე სათამაშო დღის პრევიუ

სტატიის ავტორი
-