6 ერის დასკვნითი ტური – ირლანდია ტრიუმფისთვის ემზადება | პრევიუ

18 მარტს, 6 ერის ბოლო, დასკვნითი ტური შედგება და გამარჯვებულის ვინაობა გამოვლინდება.

4 ჩატარებული ტურის შემდეგ, 6 ერის 2023 წლის გათამაშებას ირლანდია ლიდერობს. “სამყურებს” 4 ჩატარებული მატჩიდან ოთხივე გამარჯვება აქვთ და მათ ანგარიშზე 19 ქულაა.

6 ერის დასკვნითი ტური - ირლანდია ტრიუმფისთვის ემზადება | პრევიუ 1
6 ერის 2023 წლის გათამაშების სატურნირო ცხრილი 4 ჩატარებული ტურის შემდეგ

შოტლანდია Vs. იტალია | ტურის გახსნითი მატჩი (16:30 სთ)

6 ერის 2023 წლის გათამაშების დასკვნით ტურს შოტლანდია – იტალიის მატჩი გახსნის. მესამეადგილოსანი შოტლანდია “მერიფილდზე” ბოლოადგილოსან და 1 ქულიან იტალიის ნაკრებს მიიღებს.

შემადგენლობა

შოტლანდიის ნაკრების შემადგენლობა იტალიის წინააღმდეგ

იტალიის ნაკრების შემადგენლობა შოტლანდიის წინააღმდეგ

https://twitter.com/SixNationsRugby/status/1636324765899055106?fbclid=IwAR2zFMzgCnHFJhDOsYn6r24WJvoyxvMLCwwRDY1ItnebR9GmZPjorTnva7U

შოტლანდიისა და იტალიის ურთიერთშეხვედრები

შოტლანდიისა და იტალიის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებებს შორის ურთიერთშეხვედრების ისტორია 1996 წლიდან იწყება, სადაც შოტლანდიის ნაკრებმა 29:22 გაიმარჯვა. მას შემდეგ ეს ორი ნაკრები ერთმანეთს 33-ჯერ დაუპირისპირდნენ.

  • შოტლანდიის ნაკრების გამარჯვებები – 26 მატჩი
  • იტალიის ნაკრების გამარჯვებები – 8 მატჩი
  • მატჩი ფრედ დასრულდა – არცერთხელ.

საფრანგეთი Vs. უელსი (18:45 სთ)

4 ტურის შემდეგ, მეორე ადგილოსანი საფრანგეთი მეხუთეადგილოსან უელსს “სტად ფრანსზე” უმასპინძლებს.

ფრანგებს ბონუსით გამარჯვება სჭირდებათ, რათა ჩემპიონობის შანსები დაიტოვონ, თუმცა მათი საჩემპიონო შანსები მინიმალურია, რადგან “მამლები” საკუთარ თავზე დამოკიდებულები არ არიან.

შემადგენლობები

საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა უელსის წინააღმდეგ

https://twitter.com/SixNationsRugby/status/1636328265810837519?fbclid=IwAR1l3G3ezbJNYEY3RDu3dF54FMvd4OtH9G0LlKB3RHq2aeL42u2DE5FeEvU

უელსის ნაკრების შემადგენლობა საფრანგეთის წინააღმდეგ

https://twitter.com/SixNationsRugby/status/1636335720989065217?fbclid=IwAR0uBzeDwS41OcEOX2KN9scpoZ08OTvEuzuiUnNf44tg1qIZLcBEYp6CbI8

საფრანგეთისა და უელსის ურთიერთშეხვედრები

ფრანგები და უელსელები რაგბს 1908 წლიდან თამაშობენ. სწორედ ამ წელს შედგა მათი პირველი დაპირისპირება. მას შემდეგ ეს 2 სარაგბო ქვეყანა ერთმანეთს 102-ჯერ დაუპისირპიდნენ.

  • საფრანგეთის ნაკრების გამარჯვებები – 48 მატჩი
  • უელსის ნაკრების გამარჯვებები – 51 მატჩი
  • მატჩი ფრედ დასრულდა – 3-ჯერ.

ირლანდია Vs. ინგლისი (21:00 სთ)

2023 წლის 6 ერის გათამაშებას ირლანდიისა და ინგლისის დაპირისპირება დახურავს. ირლანდიელები გამარჯვების შემთხვევაში 6 ერის მიმდინარე გათამაშებას გრანდ-სლემით (ყველა მატჩში გამარჯვებით) იგებენ და მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილს გაიმყარებენ.

თავის მხრივ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სუსტი 6 ერის გათამაშება აქვს ინგლისის ნაკრებს, სადაც ედი ჯონსის ნაკრებიდან წასვლის შემდეგ სიტუაცია კრიტიკულია.

შემადგენლობები

ირლანდიის ნაკრების შემადგენლობა ინგლისის წინააღმდეგ

https://twitter.com/IrishRugby/status/1636389056388165635?fbclid=IwAR2BFamCYe3rDaU0pIxCCtIOOqOpI-H88rlBaZhgV9yMeJaT7wH1WOysjes

ინგლისის ნაკრების შემადგენლობა ირლანდიის წინააღმდეგ

https://twitter.com/SixNationsRugby/status/1636423142066339840?fbclid=IwAR3qWCOkXrhubrWLhhZ2veTNBObFKVtacCQ5R3SnjJ1NPXnNCfIUmMdqBEA

ირლანდიის და ინგლისის ურთიერთშეხვედრები

ეს დიდებული ბრიტანული დაპირისპირება სათავეს 1875 წლიდან იღებს. მას შემდეგ ისინი ერთმანეთს 139-ჯერ დაუპირისპირდნენ.

  • ირლანდიის ნაკრების გამარჯვებები – 51 მატჩი
  • ინგლისის ნაკრების გამარჯვებები – 80 მატჩი
  • მატჩი ფრედ დასრულდა – 8-ჯერ.

6 ერის დასკვნითი ტური – ირლანდია ტრიუმფისთვის ემზადება | პრევიუ

სტატიის ავტორი
-