აბჟანდაძე შოტლანდიის დამარცხების შემდეგ: “ჩემი გუნდით ამაყი ვარ”

რამდენიმე წუთის წინ, საქართველოს U20 მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მე-3 მატჩში შოტლანდია 17:12 დაამარცხა და წლევანდელ ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.

“ბორჯღალოსანმა” თედო აბჟანდაძემ დღევანდელი თამაში შეაფასა.

“პირველი მოგებით ძალიან ბედნიერი ვარ. მე-2 ტაიმში მეტოქეზე უკეთესები ვიყავით და გამარჯვება სწორედ ამ მიზეზით მოვიპოვეთ.

ჩემი აზრით, მე-2 ნახევარში განსხვავება გუნდებს შორის შეტევის სიჩქარეში იყო. საქართველოს ნაკრები ბევრს უტევდა და ბურთსაც აკონტროლებდა. 

ჩემი გუნდითა და ქვეყნით ამაყი ვარ,” – თქვა თედომ.

საქართველოს 20-წლამდე ნაკრებმა არგენტინაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის C ჯგუფი მე-3 პოზიციაზე დაასრულა და დიდი ალბათობით, ასპარეზობას 9-12 ადგილებისთვის გააგრძელებს.

აბჟანდაძე შოტლანდიის დამარცხების შემდეგ: “ჩემი გუნდით ამაყი ვარ”

სტატიის ავტორი
-