ბორჯღალოსნების კიდევ ერთი დანაკლისი

გუშინ, 29 სექტემბერს, რუსეთის ჩემპიონატის ფინალში, რომელშიც ერთმანეთს ლაშა მალაღურაძის, შალვა მამუკაშვილისა და გიორგი ფრუიძის “კრასნი იარი” და დავით კაჭარავასა და მიხეილ გაჩეჩილაძის “ენისეი” დაუპირისპირდნენ, ერთ-ერთი ბორჯღალოსანი დაშავდა.

მატჩი “ენისეის” გამარჯვებით 16:25 დასრულდა. ამ მატჩში, ბორჯღალოსნების ერთ-ერთი ლიდერი, დავით კაჭარავა დაშავდა. მან დარტყმა მკერდის არეში მიიღო და ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რამდენი ხნით გამოაკლდება გუნდსა და ეროვნულ ნაკრებს.

Live.ge ცდილობს დააზუსტოს დავით კაჭარავას ტრავმის სიმძიმე და დაეხმარება თუ არა დათო ეროვნულ ნაკრების ნოემბრის ტესტ-მატჩებზე.

ბორჯღალოსნების კიდევ ერთი დანაკლისი

სტატიის ავტორი
-