საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მაისის თვის სიმბოლურ გუნდში ორი ქართველი მორაგბე – ბექა საღინაძე (ლიონი) და ბექა გორგაძე (პო) მოხვდნენ. საღინაძის ,,ლიონმა” მაისში Top 14-ში ჩატარებული 3 შეხვედრიდან 2 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა, ბექამ კი ორი ლელოს დადება შეძლო. გორგაძის ,,პომ” სამი მატჩიდან 2 მოიგო და 1 წააგო, ბექას ანგარიშზე, რომელიც 24-ე ტურის სიმბოლურ გუნდშიც […]
ლუკა ჯაფარიძე კარიერას მონპელიეში გააგრძელებს
ლუკა ჯაფარიძე კარიერას “ბრივიდან” “მონპელიეში” გააგრძელებს. ქართველმა მორკინალმა ფრანგულ კლუბთან 3 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. “ძალიან მოხარული ვართ, რომ ლუკა ჩვენს რიგებში ითამაშებს. მიუხედავად იმისა, რომ მორკინალია ის მოედანზეც ძალიან მოძრავია. მისი დამატება ჩვენს გუნდს სამი წლის განმავლობაში სერიოზულ ძალას შეჰმატებს” – განაცხადა ფილიპ სენტ-ანდრემ. ლუკა ჯაფარიძე “ბრივის” 2018 წელს შეუერთდა ქართველის დებიუტი პირველ გუნდში […]
საუკეთესო ქართველი არბიტრის მორიგი აღიარება
ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი 6 ერისა და ჩემპიონთა თასის განსაკუთრებულ მოვლენებს აფასებს. The Guardian-ის გუნდმა სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესოები დაასახელა. ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ის გარემოება, რომ ავტორიტეტულ გამოცემას უყურადღებოდ არც ნიკა ამაშუკელი დარჩენია. ბრიტანულმა გამოცემამ, ყველაზე მზარდი და პროგრესული მსაჯები დაასახელა. სადაც პირველი ადგილი ნიკა ამაშუკელმა (საქართველო) დაიკავა – მეორეზე ლიუკ პირსი (ინგლისი) დასახელდა, […]
სერჯიო პარისემ და მატიე ბასტარომ კარიერა დაასრულეს | VIDEO
გუშინ რაგბის ორმა ლეგენდამ სერჯიო პარისემ და მატიე ბასტარომ კარიერა დაასრულეს. მორაგბეებმა მათი ბოლო შეხვედრა “ტულონის” რიგებში, “ბორდოს” წინააღმდეგ ჩაატარეს.
დიდი 10 | ‘აკადემია’ 5 ქულით დაწინაურდა
დიდი 10-ის მომავალი სეზონის დასკვნით მონაწილეს ‘აკადემია’-‘არმიას’ ორრაუნდიანი დედაქალაქური დერბი არკვევს. ‘აკადემიამ’ დიდი 10-ის სეზონი ბოლოსწინა, მე-9 ადგილზე ჩაამთავრა, ‘არმიამ’ კი დიდ 10-ში ასვლა/დარჩენაზე თამაშის უფლება პირველი ლიგის ფინალში განცდილი მარცხის შედეგად მიიღო. მეტოქეთა 2-მატჩა დაპირისპირების პირველი რკენა, მატჩის ნომინალურ მასპინძელ ‘არმიას’ შერჩეულ სტადიონზე, „ავჭალა არენაზე“ გაიმართა. ბოლო პერიოდში სხვადასხვა ლიგებში ასპარეზობის მიუხედავად, მეტოქეებს ზურგს […]
პირველი ლიგა | კოლხეთში ‘იუნკერებმა’ 13 ქულით იმარჯვეს
პირველი ლიგის მომავალი სეზონის დასკვნით მონაწილეს თეთრიწყაროს ‘იუნკერები’-ფოთის ‘კოლხი რაინდების’ 2-მატჩა დაპირისპირება არკვევს. მართალია, ‘იუნკერებმა’ პირველ ლიგაში სეზონი მე-9 ადგილზე დაასრულა, თუმცა გარისელებს ლიგაში პირდაპირ დასარჩენად 1 ქულა, ხოლო პლეი ოფში მოსახვედრად სულ 3 ქულა დააკლდათ. ‘კოლხი რაინდებმა’ კი რეგიონული ლიგის ფინალს უწია, სადაც ფავორიტ ‘დინოზავრთან’ ანგარიშში უპირატესობას ბოლო წუთებამდე ფლობდა, თუმცა მატჩის მოგება ვერ […]
ბექა საღინაძე ტოპ 14-ის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და “ლიონის” ერთ-ერთი გამორჩეული მესამეხაზელი – ბექა საღინაძე, ტოპ 14-ის 25-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. ტოპ 14-ის 25-ე ტურის დასკვნით შეხვედრაში, “სტად ფრანსესა” და “ლიონის” დაპირისპირება შედგა. პარიზში გამართული სანახაობრივი დაპირისპირება, ფრედ 31:31 დასრულდა. ბექა საღინაძე ორივე გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ და 62-ე წუთზე, გატანილი ლელოთიც შეძლო თავის გამოჩენა. ტოპ […]
პირველი ლიგა | ოზურგეთის ‘არწივები’ ელიტაში ითამაშებს
„ავჭალა არენაზე“, ‘არწივები’-‘არმიას’ პირველი ლიგის ფინალურმა შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია. გურულებმა მშობლიური ქალაქიდან მრავალრიცხოვანი ქომაგი იახლეს. ‘არმიას’ კი მხარს ქართველი ჯარისკაცები აქტიურად უჭერდნენ. მსაჯობის მაღალმა ხარისხმა, გუნდების მოთამაშეთა სანიმუშო ქცევამ და შესაშურმა ბრძოლისუნარიანობამ ლიგის სატიტულო შეხვედრა ნამდვილ სარაგბო ზეიმად აქცია. შეხვედრა ‘არწივების’ მძლავრი იერიშებით დაიწყო და მე-8 წუთზე მეტოქის 5-მეტრიანთან კარგად აგორებული მოლით გურულების მასირებული […]
დიდი 10 | რუსთავის ‘ხარები’ 30 წლის შემდეგ საქართველოს ჩემპიონია
2022-23 წლის სეზონის დაგვირგვინება „ავჭალა არენაზე“ გაიმართა: დიდი 10-ის ფინალში რუსთავის “ხარები” და ბათუმის “ბათუმი” შეერკინნენ. დრამატულ ბრძოლაში რუსთავის ხარებმა 24:22 იმარჯვა და 30 წლის შემდეგ პირველად იჩემპიონა. მოედანზე მრავლად იყო რუსთავის და ბათუმის გულშემატკივარი, მათი ჭაბუკთა და ბავშვთა გუნდები, თუმც სტადიონს არც ნეიტრალური ფანობა აკლდა. თამაში ძალიან საინტერესოდ და ინტრიგულად დაიწყო, მე-3 წუთზე ბათუმელების […]
რეგიონული ლიგა | წყალტუბოს ‘დინოზავრმა’ პირველ ლიგაში აინაცვლა
წყალტუბოს ‘დინოზავრი’-ფოთის ‘კოლხი რაინდების’ რეგიონული ლიგის ფინალს გორში, ჭალის დასახლებაში მდებარე სარაგბო არენამ უმასპინძლა. იმერლებს სეზონში ყველა მატჩი დამაჯერებლად ქონდათ მოგებული და კოლხებთან სატიტულო შეხვედრაშიც მთავარ ფავორიტად ითვლებოდნენ. რეგულარულ სეზონში წყალტუბოელებმა ფოთელებს ორივე შეხვედრა მოუგეს (24:7 და 26:0) და თან მეტოქეს აღნიშნულ დაპირისპირებაში მხოლოდ 1 ლელოს გატანის შესაძლებლობა მისცეს. ამის მიუხედავად, ფინალური შეხვედრა უაღრესად დაძაბული […]
ბექა გორგაძე ტოპ 14-ის ტურის სიმბოლურში გუნდში დასახელდა
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და “პოს” ლიდერი – ბექა გორგაძე, ტოპ 14-ის 24-ე ტურის სიმბოლურ გუნდში დასახელდა. 24-ე ტურის შეხვედრაში, “პომ” “კასტრს” უმასპინძლა და გამანადგურებელი ანგარიშით 40:3 დაამარცხა. ბექა გორგაძემ, რომელიც ფრანგული სარაგბო კლუბის კაპიტანია, ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო – გორგაძემ მეტოქის დალელოვებაც შეძლო. ტოპ 14-ის 24-ე ტურის სიმბოლური გუნდი ხაზი […]